იტალიაში ჰიგიენური ნივთების მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

06.10.24 10:32
იტალიაში ჰიგიენური ნივთების მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ჰიგიენური ნივთების მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 31 წლის ქართველი სუპერმარკეტიდან, დაახლოებით, 670 ევროს ღირებულების ნივთების მოპარვას ცდილობდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა სალაროსთან გასვლისას დაცვის ყურადღება საეჭვო ქცევით მიიქცია, რის გამოც შესამოწმებლად გააჩერეს და პოლიცია გამოიძახეს.