ჩოხატაურის N 1 სკოლა დასანგრევია - მოსწავლეები სწავლას ნაქირავებ, სახიფათო შენობაში განაგრძობენ
განათლების სამინისტრი სკანდალშია. "პირველების" ინფორმაციით, ჩოხატაურის ნომერ პირველი საჯარო სკოლის რემონტი ისე დაიწყეს, რომ სამინისტროს სირღმისეული დასკვნა არ ჰქონია. ტენდერის გამოცხადებიდან 2 თვეში გაირკვა, რომ შენობა, რომელიც 140 წლიანი ისტორიას ითვლის, დასანგრევიაა. არადა, რეაბილიტაციაში ათი ათასობით ლარი დაიხარჯა.
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან მოგვივიდა შეტყობინება, რომ ვერ გაგრძელდებოდა სამუშაოები, იმიტომ, რომ ფუნდამენტი არის შერყეული, კედლები უვარგისია, დამწვარია აგური და ამიტომ, უნდა დაიშალოს ეს სკოლა და უნდა აშენდეს ახალი. ჩენ პირველი სამხარაულის დასკვნა არ გვინახავს, უბრალოდ, პიროვნება ვნახეთ, ვინც მოვიდა, ვინც აიღო მონაცემები და ტენდერი გამოაცხადა განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, - ამბობს ჩოხატაურის საჯრო სკოლის დირექტორი ხათუნა წილოსანი.
აღსანიშნავია, რომ უკვე თვეებია 528 ბავშვი სწავლას ნაქირავებ შენობაში აგრძელებს, რომელიც, შეუარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სახიფათოა. აღნიშნულ შენობაში არც გათბობაა და მოსწავლეებს ზამთარში შეშის ფეჩებით მოუწევთ გათბობა.
ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმღვანელი შორენა სიხარული ირწმუნება, რომ შენობა, სადაც მოსწვალეები გადაიყვანეს ავარიული არ არის და ეს ექსპერტმაც დაადასტურა.
არ არის ავარიული. გასაგებია, თქვენ რაც ნახეთ და მეც რაც ვნახე, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ რაც ნახა ექსპერტმა, ვინც აიღო პასუხისმგებლობა, მოგვცა დასკვნა, რომ ამ შენობაში სასწავლო პროცესის გამართვა არის შესაძლებელი, - ამბობს ჩოხატაურის რესურსცნეტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე.
ოპოზიცია კი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.
600-მდე ბავში დააყენეს კონკრეტულად სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის წინაშე. ეს ხდება, როდესაც ივანიშილის მოურავებს აბარია, ყველანაირი ბერკეტი მათ ხელშია, მათ შორის ჩოხატაურში. ერთადერთი სკოლა, ფაქტობრივად, დაშალეს, დაანგრიეს ისტორიული შენობა ისე, რომ ბავშვებს ატარებენ ბოლომდე ამ ავარიულ შენობაში. ეს არის კონკრეტულად სამართალდარღვევა და კონკრეტული სამართალდამრღვევი პირები უნდა დაისაჯონ, - ამბობს „ერთიანობის“ წევრი თინათინ ნიკოლაშვილი.