სროლა ოკუპირებულ ცხინვალში - დაჭრილია ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი

06.10.24 12:27
სროლა ოკუპირებულ ცხინვალში - დაჭრილია ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო. დაიჭრა ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „სამართალდამცავი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს დაავალა, მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება ჩაატარონ.