კახეთში მოკლული ნიკოლოზ კენჭოშვილი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

17.08.21 17:07
კახეთში მოკლული ნიკოლოზ კენჭოშვილი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

კახეთში მოკლული ნიკოლოზ კენჭოშვილი მშობლიურ სოფელში, თაბაგრებში ​გადაასვენეს. 27 წლის ახალგაზრდას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ახალგაზრდა კახეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და დღეს დილით გაიგეს, რომ ის ჩხუბის დროს, ოლიმპიური ჩემპიონის. ზურაბ ზვიადაურის ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.

ადგილობრივები 27 წლის კაცს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ნიკა კენჭოშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 

კენჭოშვილის მკვლელობის ბრალდებით "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, მან მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა. 

წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ზვიადაურების ახლო მეგობარი, ჯაბა ჯანგირაშვილი. ამ უკანასკნელს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რასაც შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

წინანდალში სისხლიან გარჩევას სამი ადამიანის ნიკა კენჭოშვილის, ვასილ ცოცხალაშვილისა და ზურაბ ზვიადაურის სიციცხლე ემსხვერპლა.