"დაიცავი შენი არჩევანი" - მოქალაქეები დღეს პრემიერის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ
"დაიცავი შენი არჩევანი" - ამ სახელმწოდების აქცია დღეს 17:00 საათზე ირაკლი კობახიძის ადმინსტრაციასთან გაიმართება. პრემიერის სამსახურთან მოქალაქეები მოითხოვენ, საპარლამენტო არჩევნების დღეს უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნას და საკონსულო რეგისტრაციის პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზარტორი საქართველოს პრეზიდენტის ძმაა. საფრანგეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი "პირველებს" ეუბნება, რომ პირადად ესაუბრა ემიგრანტებს, რომლებსაც არჩევნებში ხმის მიცემა სურთ, თუმცა ძალიან ბევრ ბარიერებს აწყდებიან.
ორ დღეში იხურება საკონსულო სიები და დიდი ხარვეზები არის უცხოეთში. ყველაფერი არის ძალიან რთულად მათთვის. ჩაწერა, ჯერ ერთი, მერე აღმოჩენა, რომ არ არიან ცესკოს სიებში. იცით, რომ უცხოეთში არის დაახლოებით 1 მლნ ქართველი. ვარაუდია, რომ 350 ათას ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა და ფაქტობრივად, აღმოჩენილია, რომ 67 ათასი ადამიანია ჩაწერილი, რაც არის დიდის სხვაობა, - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ცნობილია, რომ ხმის უფლების მოთხოვნით ემიგრანტები დღეს აქციებს მსოფლიო სხვადასხვა ქალაქებშიც გამართავენ.