"გახსენით დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

06.10.24 18:06
"გახსენით დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე ის ადამიანები მიდიან, ვისაც ემიგრანტების ბედი აღელვებთ, რომელთაც არჩევნებში ხმის მისაცემად უამრავი ბარიერი შეექმნათ. აქციაზე მივლენ პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლებიც. 

მთავრობის ამდინისტრაციასთან მოქალაქეებს მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც იმ ქალაქების სახელწოდებები წერია, სადაც 50-ზე მეტი ემიგრანტი შეგროვდა, თუმცა "ოცნების" ხელისუფლებამ მათ საარჩევნო უბნის გახსნაზე მაინც უარი უთხრა.

თითიდან გამოწოვილი მიზეზები, რომ მისამართი არ ფიქსირდება იმ რეგოსტრაციაში და საკონსულ აღრიცხვაში, ამბობს, რომ არ აქვს საფიძველი გახსნას ასეთი უბნები და შესაბამისად, გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ მაგალითად, ნიუ-იორკში, ბრუკლინში, სადაც 200 ათასი ქართველი ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ხმის უფლება გააჩნია, უნდა განაწილდეს სულ ერთ უბანზე. ბუნებრივია, რომ ერთი უბანი შეიძლება მაქსიმუმ, მოემსახურეს 3 ათას მოქალაქეს. ამიტომ, გამოდის ისე, რომ უამრავ ადამიანს, რომელსაც ხმის მიცემა სურს, ამის საშუალება არ აქვს, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

ცმობილია, რომ დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნით ემიგრანტები აქციებს დღეს მსოფლიოს სხვა და სხვა ქალაქებშიც გამართავენ.