"მიეცით ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება" - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

06.10.24 20:46
"მიეცით ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება" - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

 

 

თბილისი, პარიზი, სტრასბურგი და შტუტგარტი - ევროპის ქალაქებში დღეს საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში გავიდნენ და  "ოცნების" ხელისუფლებას უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა მოსთხოვეს. აქცია თბილისში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძმამ დააორგანიზა, რომელიც წლებია საფრანგეთში ქართულ დიასპორას ხელმძღვანელობს და კარგად იცის, რა სირთულესთანაა დაკავშირებული ემიგრანტებისთვის ათასობით კილომეტრის გავლა, რომ მოქალაქოებრივი ვალი მოიხადონ.

"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი" - ამ სახელწოდების აქციას მთავრობის ადმისტრაციასთან დღეს ოპოზიციური პარტიები და სამოალაქო აქტივისტები შეუერთდნენ. ყველა ერთად  ირაკლი კობახიძეს მოუწოდებდა, შეცვალოს პოლიტიკური გადაწყვეტილება  და უფლება მისცეს ცესკოს, გახსნას საზვრებს გარეთ დამატებით უბნები.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.