"დაიტოვე Washington DC" - აშშ-ში, ქართველი ემიგრანტები არჩევნებზე წამსვლელებს უფასო დასარჩენს სთავაზობენ

07.10.24 10:05
"დაიტოვე Washington DC" - აშშ-ში, ქართველი ემიგრანტები არჩევნებზე წამსვლელებს უფასო დასარჩენს სთავაზობენ

"დაიტოვე Washington DC" - სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფ "დაიტოვეს" ანალოგიური შინაარსის სარეგისტრაციო ფორმა, რომლის დახმარებითაც, ემიგრანტები, შორ გზაზე ხმის მისაცემად წასულ თამამემამულეებს, დასარჩენად საკუთარ სახლებში ეპატიჟებიან.

"დაიტოვე Washington DC - სტუმრები მეგობრებო, თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოდიხართ ვაშინგტონში, გთავაზობთ უფასო დასარჩენს ვაშინგტონში მცხოვრები ქართველების სახლებში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ ეს ცხრილი. თქვენი მასპინძლების პირად მონაცემებს გამოგიგზავნით წინასწარ და დაგაკავშირებთ თქვენი თანხმობის შემდეგ. მადლობა და წარმატებები!" - წერია სარეგისტრაციო ფორმაში.