ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

07.10.24 12:10
ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა - არსებული ინფორმაციით, მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული შეტყობინებაა. ირკვევა, რომ 41-ე და "ევროპულ სკოლაში" შეტყობინება ასაფეთქებლის შესახებ მაშინ შევიდა, როცა კლასები ბავშვებით სავსე იყო. 

"პირველების" ინფორმაციით, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და კინოლოგებს ელოდებიან.

როგორც 41-ე საკაროს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს, სწორედ კინოლოგების შემოწმების შემდეგ გაირკვევა, როდის აღდგება სასწავლო პროცესი სკოლაში.

"ხელყუმბარასთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურს შეუვიდა შეტყობინება. ადგილზე ახლა პოლიცია და შესაბამისი ორგანოები არიან.  მესამე გაკვეთილი მიმდინარეობდა და თითქმით ყველა კლასი სავსე იყო ბავშვებით. ახლა კინოლოგებს ელოდებიან, შეამოწმებენ შენობას. თუ უსაფრთხო იქნება, განახლდება ჩვეულებრივ", -  ამბობს მშობელი.