"ჩემი ხმა" "ოცნებას" მოუწოდებს, შეწყვიტოს არაეთიკური და უღირსი წინასაარჩევნო კამპანია - ლონდა თოლორაია
კოალიცია "ჩემი ხმა" სოლიდარობას უცხადებს "ტვ პირველს", მთავარმა არხს" და "ფორმულას", რომლებმაც "ოცნების" საარჩევნო კლიპის ეთერში გავრცელებაზე უარი თქვეს და ამის გამო დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩემი ხმა" "ოცნებას" მოუწოდებს, შეწყვიტოს არაეთიკური და უღირსი წინასაარჩევნო კამპანია.
გრძელდება ზეწოლა მედიაზე. მმართველი პარტია ამჯერად ტელევიზიებისგან უკრაინელი ხალხის ტრაგედიის ამსახველი ვიდეო-რგოლების გაშვებას ითხოვს. მაღალი ჯარიმების საფრთხის მიუხედავად, მედიასაშვალებებმა - "ტვ პირველმა", მთავარმა არხმა", ფორმულამ უარი განაცხადეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპების განთავსებაზე. სადამკვირვებლო კოალიცია "ჩემი ხმა" სოლიდარობას უცხადებს ამ მედია-საშუალებებს და მოუწოდებს მმართველ პარტიას შეწყვიტოს არაეთიკური და უღირსი წინასარჩევნო კამპანია", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
"ტვ-პირველი" "მთავარი არხი" და "ფორმულა" ერთობლივი განცხადება - ტელევიზიები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მიუხედავად ხელისუფლებისგან დაკისრებული ჯარიმებისა, რაც კრიტიკული არხებისთვის მძიმეა, მაინც არ აპირებენ, სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებას.
მმართველმა გუნდმა პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები გამოიყენა.
"ოცნების" ბანერებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, "სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი" უწოდა.