Freeuni-სა და თავისუფალ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

07.10.24 14:07
Freeuni-სა და თავისუფალ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და თავისუფალ სკოლაში სტუდენტებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც გამოცემა “ტაბულა“ წერს, თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა მიიღო შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. იგივე მეილი თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის გარდა, სხვა სკოლებსაც ჰქონდა გაგზავნილი.

მათივე ინფორმაციით,  ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. 

მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის 41-ე სკოლაშც - არსებული ინფორმაციით, მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული შეტყობინება გახდა. 

ირკვევა, რომ შეტყიბინება ასაფეთქებლის შესახებ სკოლაში მესამე გაკვეთილის დროს შევიდა, მაშინ როცა კლასები ბავშვებით სავსე იყო.