20 ოქტომბერს თბილისში მარში- “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართება

07.10.24 14:49
20 ოქტომბერს თბილისში მარში- “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება - “ჩემი ხმა ევროკავშირს“  20 ოქტომბერს, თბილისში მარშს, სახელად - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აანონსებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. 

20 ოქტომბერს, თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელზეც გეპატიჟებით ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით დეტალებს მოგაწვდით უახლოეს დღეებში", - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.