ევაკუაცია სასწავლო დაწესებულებებში - სუს-ი ამ დრომდე ვერ არკვევს, ვინ დგას განგაშის სერიების უკან

07.10.24 20:52
ევაკუაცია სასწავლო დაწესებულებებში - სუს-ი ამ დრომდე ვერ არკვევს, ვინ დგას განგაშის სერიების უკან

ამ დრომდე სუს-ი ვერ არკვევს, ვინ დგას განგაშის სერიების უკან - დილიდან ორ სკოლასა და ერთ უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა. ანონიმურმა წყარომ სასწავლებლების ელექტრონულ ფოსტაზე ერთი და იმავე შინაარსის შეტყობინებები დააგზავნა, რომ შენობაში ბომბია.

საგამოძიებო მოქმედებები თითქმის მთელი დღე მიმდინარეობდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საბედნიეროდ არსად აღმოჩნდა, მაგრამ ვერც იმ ადამიანის ვინაობა დაადგინეს, რომელმაც ცრუ შეტყობინების გამო სასწავლო პროცესი ჩაშალა და ხალხი პანიკაში ჩააგდო.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.