ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ზურა ნიჟარაძე თავისუფალია

07.10.24 23:31
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ზურა ნიჟარაძე თავისუფალია

ზურა ნიჟარაძე, რომელიც 2023 წლის 11 ნოემბერს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, თავისუფალია - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურა ნიჟარაძის დედა, ეკა მურცხველიძე ავრცელებს.

და აიიი დადგა ის დღეც, როდესაც ყველა დღეს გადავხაზავ ლოდინის და მონატრების კალენდარში.

ყველა მონატრებაც მივუშვი ნებაზე-ზურა თავისუფალიაააააააააა... მადლობა,მადლობა ,მადლობა ადამიანებო გვერდით რომ მედექით და მაძლიერებდით-დანარჩენს უკვე ზურა დაწერს-მე და ამოს დაგვეწყო ბედნიერების დღეების ათვლა კალენდარში, - წერს ის. 

შეგახსენებთ, ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს, დააკავეს. პროკურატურა მას სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების - 1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინის - ფლობას ედავებოდა.