ყაზბეგში მყინვარწვერზე ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა

08.10.24 12:56
ყაზბეგში მყინვარწვერზე ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა

ყაზბეგში, მყინვარწვერზე ორი მთამსვლელი დაიღუპა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს. ცხედრები სამაშველო სამსახურის ვერტმფრენით გადმოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები მთაზე თოკებიდან მოწყდნენ.

შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა.