ხმაური და დაპირისპირება მარნეულში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ხმაური და დაპირისპირება მარნეულში - სტიქიის შედეგად დაზარალებული ჯახები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ღია ცის ქვეშ დახმარების გარეშე, მცირეწლოვანი შვილებით მიატოვა.
დაზარალებულების დასაამებლად გამოყოფილი ფული კი აქციის მონაწილეების განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო და გაფლანგა.
ხალხი გამოიღება ითხოვს. 25 ოჯახი სტიქიამ მაისში დააზარალა-მათ აღარც სახლები და აღაც ნაკვეთები აქვთ, საიდანაც მოსავალს ელოდებოდნენ.
ძალიან დავზარალდით. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ფანჯრის მინა ჩავამსხვრიე და ამ გზით დავაღწიე თავი სტიქიას. მთელი სახლი დატბორილი იყო, რაც ვიშრომე, წყალმა წამართვა. გულსატკენია, რომ არავინ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით. როცა ვთხოვთ დახმარებას, გვეუბნებიან, სადაც გინდათ, იქ წადით და ვისაც გინდათ მიმართეთ, ჩენ არ გვეხებაო. ამათ თუ არ ეხებათ, ვის ეხება? სად წავიდეთ?, - ამბობს ადგილობრივი.
25 დაზარალებული პირიდან, მხოლოდ 15 დაეხმარნენ, ისიც ერთჯერადად. რის მიხედვით არჩევენ ადამიანებს? ყველა თანაბრად დავზარალდით და ყველას თანაბრად უნდა დაგვეხმარონ. მოდით და ნახეთ, რა დღეშია ჩვენი სახლები, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.