ქართველი ემიგრანტები, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ევროპარლამენტთან აქციას მართავენ
"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი" - ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხის განხილვის დაწყებამდე სტრასბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციას მართავენ და კონსტიტუციით გარანტირებული, ხმის მიცემის უფლების დაცვას ითხოვენ.
ისინი ხელისუფლებას არჩევნებში მონაწილეობისთვის გამიზნულად ხელის შეშლაში ადანაშაულებენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები მათთვის.
ცდილობენ ერთმანეთისკენ გაიშვირონ ისრები, გაიშვირონ ხელი ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტოსკენ და საგარეომ შეინარჩუნოს სტრატეგიული მდიმარება, როდესაც ვადები აქვს დასაკმაყოფილებელი და ასე ერთმანეთზე ისრების გადატანით და სიჩუმით გაყავთ ვადები, და ჩვენ გვეუბნებიან უარს და საკონსტიტუციო უფლებას ვერ განახორციელებენ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ისინი მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვას ემირგანტების ხმა, მისცეს საშუალება მივიდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.