გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 15 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

08.10.24 17:51
გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 15 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა მოქალაქეებს 15 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თუ ამომრჩეველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებს, მას შეუძლია მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დარეკოს ნომერზე – 2 51 00 51 და მოითხოვოს გადასატანი ყუთი.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე.

ცესკო ცნობით, წელს არჩევნებზე მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

მსგავსი სიახლეები