თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 16 სართულიან კორპუსში ხანძარია
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე ერთ-ერთ 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.