"ოცნების" დეპუტატმა აქტივისტს ტელეფონი წაართვა, აგინა და ფიზიკურად გაუსწორდა

08.10.24 20:44
"ოცნების" დეპუტატმა აქტივისტს ტელეფონი წაართვა, აგინა და ფიზიკურად გაუსწორდა

 

 

"ოცნების" დეპუტატის თავდასხმა აქტივისტზე - რუსული კანონის მხარდაჭერმა დავით კაჭარავამ მოქალაქეს ტელეფონი წაართვა და აგინა. ფაქტი დღისით ჭოველიძის ქუჩაზე მოხდა. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში თავად ონისე ოქრიაშვილმა გაავრცელა.

"ოცნების" წევრი წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც აქტივისტი მას ტელეფონით მიუახლოვდა და კითხვის დასმას შეეცადა. კაჭარავა მაშინვე აგრესიაზე გადავიდა, დეპუტატის მეგობრებმა კი მას ალყა შემოარტყეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში არსად უშვებდნენ. 

ვიდეომასალით სისხლის სამრთლის რამდენიმე დანაშაული იკვეთება, თუმცა ძალადობაში მხილებული დეპუტატით გამოძიება არ დაინტერესებულა. არც კაჭარავა დაუბარებიათ გამოკითხვაზე და არც მისი თანმხლები პირები.

"ოცნების" დეპუტატის გამართლება მისმა თანაგუნდელმა ბექა ოდიშარიამ სცადა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.