"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი" - ქართველი ემიგრანტების აქცია ევროპარლამენტთან

08.10.24 20:46
"დაიცავი ერთი მოქალაქის ერთი არჩევანი" - ქართველი ემიგრანტების აქცია ევროპარლამენტთან

 

 

იმ დროს, როდესაც სტრასბურგში ევროდეპუტატები საქართველოზე მსჯელობენ, ევროპარლამენტის წინ ქართველი ემიგრანტები ხმის უფლებას ითხოვენ. ცესკომ დღეს სტრასბურგში მცხოვრებ ქართველებს დამატებითი უბნის გახსნაზე უარი უთხრა, ამიტომ ისინი იძულებული არიან, ხმის მისაცემად რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, პარიზში ჩავიდნენ. ანალოგიური ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

ბარიერების მიუხედავად, გადამწყვეტ არჩევნებში ემიგრანტების რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. მხოლოდ ბოლო ორ დღეში იმაზე ორჯერ მეტმა საქართველოს მოქლაქემ გაიარა რეგისტრაცია, ვიდრე ეს 2020 წლის არჩევნებზე იყო. პარალელურად, დაწყებულია აქტიური კამპანია, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს საკონსულოებამდე ტრასპორტირებით დაეხმარონ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები