ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში ორი ადამიანი ემსხვერპლა

08.10.24 20:07
ავტოსაგზაო შემთხვევას ლაგოდეხში ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხში, სოფელ გელათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

ადგილობრივების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მსგავსი სიახლეები