პირველი ინტერვიუ მოსწავლის ცემაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელთან
პირველი ინტერვიუ მოსწავლის ცემაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელთან. მერაბ დოლიძე ადასტურებს, რომ 12 წლის მოზარდი ცემა, თუმცა თავის მართლების რეჟიმშია. ძალადობაში ბრლდებული პედაგოგი ირწმუნება, რომ ფაქტს წინ მოსწავლეებს შორის დაპირისპირება უძღოდა.
"ამ ხალხმა მე გამწირა, არარ მინდა საუბარი. რა იყო მიზეზი და ბავშვი მიცემა კუთხეში, გაყვანილი ჰყავდა, ბავშვი გამისისხლიანა. სასამართლო იქნება, დამტკიცდება ყველაფერი", - ამბობს მასწავლებელი.
ვიდეოკადრები, რომელიც დარბაზშია გადაღებული, ჩანს, რომ მასწავლებელი მოსწავლეს რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდება. ამ დანაშაულისთვის პედაგოგს ბრალდება წარედგინა, თუმცა ის სასამართლომ 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სკოლამ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცეკვის მასწავლებელი გაათავისუფლა.