დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შუამდგომლობა მარეგულირებელმა არ დააკმაყოფილა

09.10.24 14:17
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შუამდგომლობა მარეგულირებელმა არ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დამოუკიდებელი ტელევიზიების იურისტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დამოუკიდებელი ტელევიზიები ითხოვდნენ, სხდომა ცესკოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გადადებულიყო. საქმე "ოცნების" საჩივარს ეხება, რომლითაც ხელისუფლება "ტვ პირველს", "ფორმულას" და "მთავარს" აიძულებს, ეთერში გაუშვან რუსული პროპაგანდისტული, მანიპულაციური და არაეთიკური ვიდეო რგოლი, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები და კადრებია გამოყენებული.

მედიასაშუალებებმა ცესკოს მიმართეს, რათა მას დაედგინა, არღვევდა თუ არა ამ ვიდეროგოლით "ქართული ოცნება" საარჩევნო კოდექსს. 

უკვე ერთი საათია, რაც მარეგულირებული კომისია კრიტიკული არხების წარმომადგენლებს უსმენს, თუ რატომ თვლიან, რომ მმართველი პარტიის ვიდეორგოლი მათ ეთერებში არ უნდა მოხვდეს.

ვთვლი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი საჩივარი არის დაუსაბუთებელი. მაშნ, როდესაც პირველივე ხაზში ვკითხულობთ, რომ კანონდარღვევის სრული დაცვით არის წარმოდგენილი რგოლი. ამ რგოლის განთავსების გზით ცდილობს „ქართული ოცნება“, რომ დააშინოს საზოგადოება. დაშინება არის შესაძლო პროცესი, რომელსაც ამ სემთხვევაშ ვუყურებთ და ეს ახდენს გავლენას როგორც კონკრეტულ ადამიანზე, ასევე საერთო სურათზე არჩევნების განმავლობაში, - უთხრა სხდომაზე მარეგულირებელ კომისიას „ტვ პირველის“ იურისტმა თორნიკე მიგინეიშვილმა. 

ვიდეორგოლის ამორალობაზე სუაბრობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი. 

შეიძლება თქვენი შეფასებით, ძალიანაც მორალურია, მაგრამ ნათელია, რომ მათ შორის საერთაოშიროს საზოგადოებამაც და თვითონ უკრაინამაც აღიქვა ისე სწორედ, როგორც „ქართულ ოცნებას“ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ საზოგადოება შეაშინოს, - ამბობს იურისტი თამთა მურადაშვილი. 

იურისტებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მარეგულირებელ კომისიას გადაწყვეტილება ხელისუფლების სასარგებლოდ უკვე მიღებული აქვს. მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს. 

მსგავსი სიახლეები