ადამიანებს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ თითქოს მათი ნება არჩევნების დღეს იქნება გამჟღავნებული - ქურდოვანიძე
არჩევნების სავარაუდო გაყალბების მცდელობა - "საიას" აღმასრულებელი დირექტორის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, აქვთ ინფორმაცია, მათ შორის მედიით, რომ ადამიანებს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ თითქოს მათი ნება არჩევნების დღეს იქნება გამჟღავნებული.
ქურდოვანიძე საზოგადოებას უმარტავს, რომ ხმის მიცემის და დათვლის პროცედურები ხმის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.
ხმის მიცემის და დათვლის პროცედურები და ტექნოლოგიები ისე არის შექმნილი, რომ არ იძლევა ხმის იდენტიფიცირების საშუალებას. ანუ, იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კონკრეტულმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენც გვსმენია ამის შესახებ, მათ შორის მედიით, რომ ადამიანებს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ თითქოს მათი ნება არჩევნების დღეს იქნება გამჟღავნებული. მისი ხმის ფარულობა დაირღვევა, არის მცდარი და ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს მანიპულირება ამომრჩევლის, რომ შეშინდეს ამომრჩეველს და იფიქროს, რომ მისი ხმა გაჟღერდება", - განაცხადა ქურდოვანიძიემ.
ომბუდსმენის აპარატს წინასაარჩევნო პერიოდში იდენტიფიცირებული აქვს შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი 15 ფაქტი - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თხუთმეტიდან 4 ფაქტი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფას ეხება.
იოსელიანი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები ქმნის მტრულ გარემოს, ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოებას.