მასწავლებელმა ბავშვს სცემა - არსებობენ თუ არა სხვა დაზარალებულებიც?

09.10.24 20:23
მასწავლებელმა ბავშვს სცემა - არსებობენ თუ არა სხვა დაზარალებულებიც?

ორიათას ლარიანი გირაო მოსწავლის ცემისთვის - ძალადობაში მხილებული მასწავლებელი თავის მართლების რეჟიმშია. "პირველებთან" ინტერვიუში მერაბ დოლიძე ადასტურებს, რომ 12 წლის ბიჭს  ფიზიკურად გაუსწორდა  მისივე მტკიცებით, ამ ფაქტს კი  წინ თავად მოზარდებს შორის  დაპირისპირება უძღოდა. სკოლის დარბაზში გადაღებული კადრები კი უმძიმესი სანახავია. ცეკვის მასწავლებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ბავშვს სასტიკად უსწორდება. 

მოზარდის მამა ჰყვება, რომ ბავშვის წინააღმდეგ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობას ადრეც ჰქონდა ადგილი. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ცეკვის მოძალადე მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს და საქმეც აღძრეს.

მასწავლებელმა ბავშვს სცემა - საბა სიჭინავას რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები