ისრაელში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - ემიგრანტები საქართველოს საკონსულოსთან შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ

10.10.24 11:31
ისრაელში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - ემიგრანტები საქართველოს საკონსულოსთან შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ

ისრაელში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - დღეს, 10 ოქტომბერს, ემიგრანტები საქართველოს საკონსულოსთან აპირებენ შეკრებას.

რამათ-განში მოქალაქეები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შეიკრიბებიან. პროტესტის ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ერთადერთი საარჩევნო უბანი რომელიც ისრაელშია, დაიხუროს.

ამის ოფიციალური მიზეზი საომარი მოქმედებებია, თუმცა ემიგრანტები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ეშინია და ამიტომ მათ ხმის უფლებას ართმევს.

ჩვენთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლების წართმევის საშუალება არ გვინდა რომ მივცეთ ხელისუფლებას. ამას შეიძლება დავარქვათ გამაფრთხილებელი აქცია. ამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და საომარი მოქმედებებისა, ჩვეულებრივ მიმდინარეობს ცხოვრება", - ამბობს ემიგრანტი.

მსგავსი სიახლეები