წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის პირადობების შესაძლო გამორთმევის სკანდალი - NGO-ბი გამოძიების დაწყებას ითხოვენ
ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ არასამთავრობოებმა განგაშის სიგნალი ჩართეს - გავლენიან ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას ითხოვენ იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ადგილი წინასაარჩევნოდ ადამიანებისთვის პირადობების ჩამორთმევას.
უჩა ნანუაშვილი სისხლის სამართლის დანაშაულზე და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს.
მსგავსი ფაქტი არის, პირველ რიგში, არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელიც დაუშვებელია და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, ეს ცალკე დანაშაულად შეიძლება იყოს განხილული, რომლის მიზანიც არის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა და პირდაპირ ზეწოლა ამომრჩეველზე. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება, რამდენად, ნამდვილად ჰქონდა ადგილი ასეთ ფაქტს. ეს ინფორმაცია რაც გავრცელდა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძეც.
თუ დადასტურდება, რომ ადამიანებს პირადობებს ართმევენ, ეს რა თქმა უნდა, არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ შეიძლება თქვან, რომ პირდაპირი დანაშაულია, როცა ამომრჩევლის ნების განხორციელებაში ხელის შეშლა ხდება.
დღეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი უგულავამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში საჯარო მოხელეები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, რათა არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლონ.
თუმცა ეს ყველფერი არ არის. "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ რომ მიდის საიდუმლო მოლაპარაკებებიც, რათა ენგურის ხიიდი ჩაიკეტოოს და დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.