ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანში - დაიღუპა 2 ადამიანი
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანში. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რასაც შედეგად 2 ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.