"ოცნების" ეკონომიკის შედეგები - ეკონომისტები საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ
ეკონომიკური ეფექტი, რომელიც ქვეყანამ უკვე მიიღო - ეროვნული ვალუტა რყევებს განაგრძობს, ლარის გაუფასურების შეჩერებას, რეზერვებიდან 48 მილიონი დოლარისს გაყიდვამაც კი ვერ უშველა.
ეკონომისტები მთავარ რისკებზე და გამოწვევებზე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში დარჩება, უნდა ველოდოთ ემიგრანტების რიცხვის ზრდასაც. ცალკე ნაწილია დახმარებების და პროქტების გაჩერება, რაც ნიშნავს სამუშაო ადგილების შემცირებას.
ისინი გამოსავალს კვლავ არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიან გარმოში ჩატარებაში ხედავენ.
სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკის ამჟამინდელი მენეჯმენტი ხელისუფლების ამ სცენარშია ჩართული და რეზერვებიდან დოლარს მაშინ ყიდის, როცა ხელისუფლებას სჭირდება. ბიზნესის და ინვესტორების განწყობა გაუარესებულია და როგორი იქნება მდგომარეობა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და დაიწერა ის შედეგი, რაც უნდა. წარმოუდგენელია, საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს იზოლაციაში, ევროკავშირთან და ამერიკასთან ასეთი გაფუჭებული ურთიერთობებით, ეს კიდევ უფრო გააუარესებს საინვესტიციო განწყობას. დღეს კიდევ თუ რამეა შენარჩუნებული და წარმატება აქვს ქართულ ბიზნესს და საქართველოს ეკონომიკას, ეს მოლოდინია იმის, რომ არჩევნები სიტუაციას შეცვლის.
ეს ქვეყნიდან ფინანსური რესურსის გადინებას გამოიწვევს. ეროვნულ ბანკს უბრალოდ არ ეყოფა რეზერვები ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად. ემიგრაციის კიდევ ერთი ტალღა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები პირიქით, მინუსში წავა.
როდესაც ქვეყანას ერთი კაცი მართავს, ასეთ ქვეყანაში ინვესტორები ხალისით არ მიდიან“, - ამბობს ეკონომიჯკის ექსპერტი, გიორგი კეპულაძე.
მშენებლობის სექტორში კრიზისზე საუბრობს, ეკონომიკის ექსპერტი, ნიკა შენგელიაც და ამბობს, რომ ქვეყანაში მშნებელობები ნელი ტეპით მიმდინარეობს, ან საერთოდ შეჩერებულია.
ფინანსურ სექტორზე უკვე ასახული ეს, გადარიცხვები უჭირთ ბიზნესმენებს, ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან გართულდა, მაგალითად, ინგლისში. მშენებლობის სექტორს ეტყობა, მშენებლობა ძალიან შენელებული ტემპით მიდის, ან შეჩერებულია, იმიტომ რომ უმეტესობას, 70 % -ს უცხოელები აფინანსებენ. ყველა ელოდება არჩევნების შედეგებს. თუ ქვეყნისთვის გვინდა კარგი არჩევნები მშვიდობინად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს, იქნებ ავიცილოთ ეს ყევალფერი თავიდან, -ეკონომიკის ექსპერტი, ნიკა შენგელია.
ფინანსისტის, ნიკა შურღაიას მტკიცებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა ნდობის კრიზისი, რომელიც მისივე თქმით, კიდევ უფრო გაღრმავდება.
რა მიზეზით უნდ ვენდო ხელისუფლების კომპეტენციას, რომელიც წლების მანძილზე მატყუებს. რომელსაც ვხედავ რომ საერტაშორისო სავალუტო ფონდი არ ენდობა და არ ესაუბრება, როგორ დავიჯერო ამ ადამიანების კომპეტენციის, რომ ისინი ჩემ ფულს კარგად მართავენ, რომ ლარის კურსს კარგად ამყოფებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგად იმუშავებს, ახლა არის ნდობის კრიზისი და ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი გაღრმავდება“, - ამბობს ნიკა შურღაია.