საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება

18.08.21 16:04
საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება

საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს. 

გაირკვა ისიც, რომ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის წამლის სააგანტოს რეკომენდაციას ელოდება.

 მოგეხსენებათ, ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს. ცრიან ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში, კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“,- ამბობს გამყრელიძე. 

მსგავსი სიახლეები