სკანდალი "ოცნების" კლიპის ირგვლივ - სარეკლამო კომპანია "მეტროს" თანამშრომლები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ
სკანდალი "ოცნების" კლიპის ირგვლივ - სარეკლამო კომპანია "მეტროს" თანამშრომლები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ. დემარშების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ რუსული კანონის მიმღებ ხელისუფლებას კომპანიის დირექტორმა საიმიჯო რეკლამა ჩუმად გადაუღო. "მეტროს" თანამშრომლები რუსული კანონის საწინააღდეგო აციაზე იდგენენ და სპეცრაზმი მათ ქუჩა-ქუჩა დასდევდა, ამიტომ მათთვის კომპანიის დირექტორის, ნიკა ბოჭორიშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა.
ირკვევა, რომ კლიპში მონაწილეებმა არც კი იცოდნენ, რომ "ოცნების" პოლიტიკურ რეკლამაში იღებდნენ.
ფაშისტი მთავრობის გამო ჩემი მეგობრების ყოველდღიურობა ჯოჯოხეთის ბოლო გაჩერებას ემსგავსება - წერს სააგენტოს უკვე ყოფილი თანამშრომელი სოციალურ ქსელში.
"პირველების" ინფორმციით, ყველა ტელეოპერატორმა "ქართული ოცნებისთვის" საიმიჯო კლიპის გადაღებაზე უარი თქვა, რის გამოც ოპერატორი რუსეთიდან ჩამოიყვანეს. ამ ინფორმაციის დაზუსტება კომპანია მეტროს ხელმძღანელთან ნიკა ბოჭორიშვილთან გვინდოდა, თუმცა ის ჩვენს სატელფონო ზარებს არ პასუხობს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.