კოვიდ 19-ით გარდაცვლილი ორსული თეონა აბაშიძეა - ვირუსს ემსხვერპლა მისი მამაც

18.08.21 16:39
კოვიდ 19-ით გარდაცვლილი ორსული თეონა აბაშიძეა - ვირუსს ემსხვერპლა მისი მამაც

თბილისში, ბოკერიას კლინიკაში, გარდაცვლილი 7 თვის ფეხმძიმე თეონა აბაშიძეა.  30 წლის ქალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის მკვიდრია. მედიკოსების განცხადებით, 20 დღიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ახალგაზრდა ქალის მდგომაეობა 16 აგვისტოს დამძიმდა, პაცინტმა ნაყოფიც დაკარგა. 

აბაშიძეების ტრაგედიას კიდევ უფრო ამძაფრებს ინფორმაცია, რომელიც "ტვ პირველისთვის" გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსს თეონას მამა, 57 წლის ჯემალ აბაშიძეც, ემსხვერპლა.