ბათუმში, “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მისული ხალხის ნაწილი ტერიტორიას ტოვებს

10.10.24 20:31
 ბათუმში, “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მისული ხალხის ნაწილი ტერიტორიას ტოვებს

 

რამდენიმე წუთია, ბათუმში “ქართული ოცნების“ შეხვედრა მოსახლეობასთან დაიწყო, თუმცა შეკრებილი საზოგადოების ნაწილი ტერიტორიას უკვე ტოვებს.

ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასაც არ დაელოდნენ, “პირველებს“ ეუბნებიან, რომ ეჩქარებათ და დარჩენას ვეღარ ახერხებენ. ზოგი მათგანი კი ამტკიცებს, რომ წასვლას არ აპირებენ, უბრალოდ საქმეზე გადიან და მალევე დაბრუნდებიან.

 

მსგავსი სიახლეები