აქცია ქობულეთში - ჩავარდნილი ტურისტული სეზონით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

18.08.21 17:25
აქცია ქობულეთში - ჩავარდნილი ტურისტული სეზონით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

აქცია ქობულეთში. ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს. 

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, რის გამოც, მათივე მტკიცებით, ტურისტული სეზონი აჭარაში ჩავარდა. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს, რადგან როგორც ,,პირველებს" უყვებიან, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს ქვეყანაში ტურისტული სექტორი აღდგა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმდჯომარესთან შეხვედრასა და საბანკო ვალდებულებებისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაშლას არ აპირებენ და უფრო მასშტაბურ აქციას აანონსებენ.