,,თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც და ქვეყანაც" - სოციალურ ქსელში ზვიადაურის მხარდაჭერის კამპანია დაიწყო

სოციალურ ქსელში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო. პოეტი გელა დაიაური ,,ფეისბუქში" წერს, რომ ზურაბ ზვიადაური, რომელმაც ქვეყანა არაერთხელ ასახელა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი
მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელებს ოლიმპიადის მოგებით, კაცს რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც.
P.S. და თქვენ კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!!! - წერს გელა დაიაური.
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს თანადგომა აღუთქვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმაც. ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ზვიადაურისთვის თავდებში ჩადგომა გადაწყვიტეს.