სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ ტურისტს ეძებენ
სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს, სტანისლავ კოსცისს ეძებენ. ტურისტი ბოლოს 28 სექტემბერს, კირანახორაში მწყემსების კარავთან ნახეს.
გავრცელებული ცნობით, მოლაშქრეს დაგეგმილი ჰქონდა სქურიდან ხაიშში გადასვლა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.