არ შეიძლება, საზოგადო მოღვაწეს აუცილებელი მოგერიებით გამოწვეული მკვლელობისთვის იჭერდნენ - ზვიადაურის ადვოკატი

18.08.21 17:38
არ შეიძლება, საზოგადო მოღვაწეს აუცილებელი მოგერიებით გამოწვეული მკვლელობისთვის იჭერდნენ - ზვიადაურის ადვოკატი

ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა - ასეთია მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატების დაცვის სტრატეგია. 

უფლებადამცველები არ ეთანხმებიან პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. 

ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ამბობს, რომ წარდგენილ ბრალდებაში ზურაბ ზვიადაური თავს დამნაშავედ არ გრძნობს. 

ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში"- განუცხადა მედიას კოტრიკაძემ.

,,ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის კიდევ ერთი ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, ზვიადაურს არამართლზომიერი ქმედება არ ჩაუდენია. 

ძალიან ცუდი ფაქტია, რომ უდანაშაულო ადამიანს ბრალდება წარუდგინეს. არ ველოდებოდი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და ჩემი მოლოდინი იყო, რომ ბატონ ზურაბს ბრალდებას ვერ წარუდგენდნენ. აუცილებლად ვიბრძოლებთ სამართლებრივად. ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს, როგორ შეიძლება, აღიარო ის, რაც არ ჩაგიდენია?!"- ტარიელ მურმანიშვილი. 

"არ შეიძლება, ისეთი საზოგადო მოღვაწე, ისეთი სპორტსმენი, როგორიც ზურაბ ზვიადაურია, ისეთ ფაქტებზე იჭერდნე,ნ როგორიც აუცილებელი მოგერიებით გამოწვეული მკვლელობაა"- ეს განცხადება მკვლელობაში ბრალდებულის კიდევ ერთმა უფლებადამცველმა კახა ცნობილაძემ გააკეთა. 

აქ რომ არ ყოფილიყო თავდამსხმელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატური იარაღი, მას არ მოეკლა ორი ადამიანი და არ დაეჭრა ორი, კითხვის ნიშნები იყო, მაგრამ ფაქტები სახეზეა და არ არსებობს კითხვის ნიშნები" - აცხადებს ადვოკატი.