მორიგი საგამოძიებო მოქმედებები მკვლელობის ადგილზე - პოლიციამ მესამე იარაღი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იპოვა

18.08.21 18:09
მორიგი საგამოძიებო მოქმედებები მკვლელობის ადგილზე - პოლიციამ მესამე იარაღი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იპოვა

პოლიციას სამმაგი მკვლელობის ადგილის დათვალიერება დღეს კიდევ ერთხელ მოუწია - მას შემდეგ, რაც მედიამ კითხვები დასვა სისხლიან გარჩევაში მესამე იარაღის არსებობის შესახებ, ექსპერტ-კრიმინალისტები მუხიანის ტყეში გამოჩნდნენ. 

აღმოჩნდა, რომ გომელაურის უწყებას სამი დღის განმავლობაში არ ჰქონდა ნაპოვნი იარაღი, რომელითაც 27 წლის ნიკა კენჭოშვილმა ზურაბ ზვიადაურის ძმა და მისი მეგობარი, ვასილ ცოცხალაშვილი, მოკლა. 

დანაშაულის იარაღი ადგილიდან მხოლოდ დღეს ამოიღეს.