სასულიერო პირების ჯგუფმა ჩვენი საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის ქმედებებს- კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს

18.08.21 18:26
სასულიერო პირების ჯგუფმა ჩვენი საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის ქმედებებს- კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს

იმუნოლოგი ბიიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს, აღკვეთოს მისი კოლეგების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა წამოიწყო. კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ექიმების საქმიანობის ხელის შეშლა ადამიანების სიკვდილის ხელშეწყობაა.

სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ, აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადმიანების სიკვდილში - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.