გივი თარგამაძის აფეთქების საქმე - ბრიფინგი პროკურატურაში
პროკურატურა ამტკიცებს, რომ გივი თარგამაძეზე თავდამსხმელი დავალებებს მიხეილ სააკაშვილისგან იღებდა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
საგამოძიებო უწყების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდამსხმელი ირწმუნება, რომ თვალთვალის სანაცვალოდ, მას უკრაინაში თანამდებობებს ჰპირდებოდნენ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის დასაკავებლად პროკურატურას წლები დასჭირდა, ახლა კი წინასაარჩევნოდ საგამოძიებო უწყება ხალხს ახალ ვერსიას სთავაზობს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი, დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა შენახვა ტარების ფაქტებზეა მსჯავრდებული და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების შესახებ, გივი თარგამაძის პოზიცია ცნობილია - 20 სექტემბერს მან განაცხადა, რომ:
"მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ, [ხეჩუაშვილი] ჩაჯდება ციხეში და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა, ან გლობალური ომის პარტიამ და დამავალაო"