ივანიშვილის პარტია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში “ოცნების“ საჩივარს განიხილავენ
"ქართული ოცნება" თავისუფალი მედიის წინააღმდეგ - ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ, დააჯარიმებენ თუ არა კრიტიკულ ტელევიზიებს, მმართველი პარტიის საჩივრის საფუძველზე.
სხდომაზე იმყოფებიან „ტვ პირველის“, “ფორმულას“ და “მთავარი არხის“ იურისტები, რომლებიც პირდაპირ აბობენ, რომ ბოლო პერიოდში, უკვე ტრადიციად იქცა, რომ მმართველი გუნდის საჩივარს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეთანხმება, იზიარებს და შემდეგ იგივე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს უკვე მეოთხე საჩივარია. საქმე ეხება კრიტიკული მედიების მხრიდან, ოცნების საბჭოთა სტილის პროპაგანდის და საარჩევნო პოლიტიკური ვიდეო რგოლების ეთერში გაშვებაზე უარის თქმას. ეს ყველაფერი საარჩევნო კანონმდებლობას არღვევს და ასევე, მათი პრინციპული პოზიციაა, რომ ომის პროპაგანდა წინასაარჩევნოდ ეთერებში არ ტრიალებდეს.
ეწინააღმდეგება მორალურ და ეთიკურ პრინციპებს და, ამავდროულად, კანონმდებლობას, ეს არის არაეთიკური რეკლამა, რომელიც ომს პროპაგანდას უწევს. ასე არ აფასებს, არც მარეგულირებელი კომისია, არც "ქართული ოცნება".
ცალსახად, ეს არის ომის პროპაგანდა და შეურაცხჰყოფა უკრაინელი ხალხის და, ვფიქრობ, დღეს, რომ სასამართლო, კიდევ ერთხელ, დააკანონებს იმ უკანონობას, რომელიც გრძელდება ამ პერიოდის განმავლობაში და, სამწუხაროდ, ისევ ვალდებულები ვიქნებით იმის გამო, რომ ლიცენზია არ შეგვიჩერდეს - ეს რგოლები უნდა გავუშვათ ეთერში“,- ამბობს „ტვ პირველის“ იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი.
იურისტები ამბობენ, რომ ოქმი არის აბსურდული, რადგან ეწინააღმდეგება, როგორც მორალს, ისე კანონმდებლობას, სადაც მკაფიოდ არის მითითებული, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ასეთი რეკლამის გაშვება დაუშვებელია.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, სულ ცოტახანში გახდება ცნობილი, თუმცა ტელეკომპანიებს იურისტებს დადებითის მოლოდინი არ აქვთ