გურიაში, დეპუტატის ცოლმა ფოფოდიებს 2 ათას ლარიანი ვაუჩერები გადასცა
წინასაარჩევნოდ დარღვევების სავარაუდო ფაქტები გურიაში - “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს მტკიცებულებებს, მასალებს, რომელშიც ჩანს, რომ “ქართული ოცნების“ ერთი-ერთი დეპუტატის ცოლი მღვდლების ცოლებს თანხის ვაუჩერებს გადასცემს.
როგორც ირკვევა, ვასილ ჩიგოგიძის მეუღლემ ფოფოდიებს 2 ათას ლარიანი ვაუჩერები და სხვადასხვა ტიპის საჩუქრები გადასცა, რომლის შესახებ ორგანიზაციის გვერდზეც დაწერა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფაქტები ამტკიცებს, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, ხალხის გულის მოგებას და ეს ყველაფერი არ არის.
ჩვენ, ვნახეთ კონკრეტული ფაქტი, როგორ არიგებს ტომრებით ფულს, კონკრეტულად, ჩიგოგიძე, გურიაში და ადამიანების მოსყიდვით, დაშანტაჟებით, როგორ არიან დაკავებულები.
ამის შესახებ, ჩვენ, აუცილებლად, მივმართავთ პროკურატურას და ყველა გზას, დიდი იმედი, სამწუხაროდ, არ გვაქვს თუმცა ეს საქმეები თაროზე "შემოიდება" და ფაქტი არის ის, რომ ყველა ხედავს, "ქოცები", როგორ იყენებენ ადამიანებს და საკუთარ რესურსს, პირადი გამარჯვებისთვის“, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "საოლქო საარჩევნო კომისიას“ უკვე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
მერი და მერის თანაშემწე ღიად, უხეშად და დაუფარავად არღვევდნენ საარჩევნო კანონს. ისინი იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს და ჩვენ, მივმართეთ "საოლქო საარჩევნო კომისიას", მაგრამ ისინიც "ქართული ოცნების" დაკვეთების შემსრულებლად მოგვევლინენ, შემდეგ სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო მერის წარმომადგენელი. ეს არის დასტური იმისა თუ, როგორი მასშტაბურია დარღვევების ციკლი, წინასაარჩევნო პერიოდში, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.