მუქარა, წამება, ქონების წართმევა - ექსპრემიერის გარემოცვა ბიზნესმენებმა ამხილეს
უმოწყალოდ ცემა, წამება, ქონების წართმევა - ექსპრემიერის გარემოცვა ბიზნესმენებმა ამხილეს. ყვებიან, რა მეთოდებით ართმევდნენ ღარიბაშვილები მათ ბიზნესს. ყველა მათგანი ამბობს, რომ დედოფლისყაროს არაფორმალური მმართველობა ექსპრემიერის ბიძას აქვს ჩაბარებული.
ზურაბ გონაშვილი, იგივე კაკაშა - სწორედ მისი სახელი ფიგურირებს ყველა მძიმე საქმეში. ადგილობრივი ბიზნესმენი ყვება, რა სისასტიკით უსწორდებოდნენ მას ღარიბაშვილის გავლენიანი ბიძის დავალებით.
ყურის მოჭრის და ყელის გამოჭრის, მოკვლის მუქარა, დახრჩობის მცდელობა და შვილის მკვლელობის მუქარა - ამ შინაარსის ჩვენება ბიზნესმენ ძაციკიძის საქმეზე უკვე 1 წელია პროკურატურაში თაროზე დევს. ბიზნესმენი აუდიოჩანაწერებში ყვება, როგორ გაუსწორდნენ ღარიბაშვილის ბიძის ბიზნესპარტნიორები.
ძმები ძაციკიძეებიდან ერთი ქვეყნიდან გაქცეულია, მეორე ღარიბაშვილების ოჯახის შურისძიების შიშში ცხოვრობს. "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ძაციკიძეს ცემის შემდეფ ტვინის შერყევა, თავის და ყბის ტრამვა ჰქონდა, ის ადგილობრივ კლინიკაშიც კი არ მიიღეს. ძაციკიძეებს მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ბიზნეს დავა დაიწყო.
კახელ ბიზნესმენი დავით თამარაშვილი კიდევ ერთი დაზარალებულია. სწორედ მან გადაუფორმა მისი ბიზნესის წილი ღარიბაშვილის ბიძას, ზურაბ გონაშვილს, ე.წ კაკაშას და მის პარტნიორებს. "პირველებთან" ინტერვიუში ბიზნესმენი ასახელებს ღარიბაშვილის მამის გვარსაც, კაკაშასთან ერთად საქმეში შუამავლად ისიც ჩართული იყო. პრემიერ ღარიბაშვილის სახელით ბიზნესმენს ჯერ დახმარებას შეპირდნენ, შემდეგ კი გადააგდეს. დავით თამარაშვილი დღეს ღიად ამბობს, რომ დედოფლისწყაროში ღარიბაშვილების არაფორმალური მმართველობაა და ბიზნესსაც, ფერმერებბსაც და ხალხსაც ისინი აკონტროლებენ.
ჟურნალისტურ გამოძიებაში, მინიმუმ, სამი ბიზნესმენია - ერთი სასტიკად ცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მეორე შიშშია, მესამე გაკოტრების პირასაა. სახელმწიფო უწყებებისგან დახმარების ნაცვლად ამ ბიზნესმენებმა ფინანსური პოლიციისგან კოლოსალური ჯარიმები მიიღეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის კორუფციული სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა და ღარიბაშვილის ხელშეუხებლობის გარანტიც დედოფლისწყაროში ოლიგარქია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.