საქართველო-უკრაინის თამაშამდე 3 საათი რჩება - ქართველი გულშემატკივრები პოზნანში იკრიბებიან

11.10.24 19:50
საქართველო-უკრაინის თამაშამდე 3 საათი რჩება - ქართველი გულშემატკივრები პოზნანში იკრიბებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ქართველი გულშემატკივრები იკრიბებიან.

როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, შეკრებილი ქართველი ქომაგები დროშებით ხელში და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურებით პოზნანის ერთ-ერთი მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობით სულ ცოტახანში გადაინაცვლებენ.

ქართველი გულშემატკივრების განწყობა არნახულია. ქომაგები ჯვაროსნებისგან დღევანდელი მატჩის დამაჯერებლად მოგებას ელოდებიან. 

მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება. რაც მთავარია, ძალიან კარგი თამაში უნდა აჩვენონ ბიჭებმა და ჩემი აზრით, აჩვენებენ კიდევაც. მგონია, რომ ძველი დინამოს მოედანზე ვბრუნდები, როდესაც მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს გულშემატკივარი და შიში და უკან დახევის მომენტი აღარ გვაქვს. რაც ყველაზე მთავარია, ხალხს ისე უყვარს ნაკრები, რომ ნაკრები გრძნობს პასუხისმგებლობას გულშემატკივრის წინაშე", - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

საქართველო-უკრაინის მატჩი, საქართველოს დროით, 22:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებეთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია. ჯვაროსნებმა 2 თამაშიდან, მაქსიმალური, 6 ქულის მოპოვება შეძლეს.