მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, მაგრამ ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს - იოსელიანი
"მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს" - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი POSTV-ის ჟურნალისტის მიერ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება საქართველოს მოქალაქე.
მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ”, - წერს იოსელიანი.