36 წლის კაცის ბუნდოვანი გაუჩინარება ლარსის საზღვრიდან - ოჯახი დახმარებას ითხოვს
ბუნდოვანი გაუჩინარება ლარსის საზღვრიდან - 36 წლის კაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს. რომან ძირკველიშვილის ოჯახი, უკვე ორი თვეა საგამოძიებო უწყებებიდან პასუხებს ელოდება - სად გაქრა მამაკაცი, რომელიც ვლადიკავკაზში 13 აგვისტოს წავიდა, თუმცა არც შსს-ს, არც სუს-ს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ აზუსტებს, რა მუხლით მიმიდნარეობს გამოძიება.
ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცის კვალი ნეიტრალურ ზონაში, იმის შემდეგ იკარგება, რაც საპასპორტო კონტროლი გაიარა. ოჯახის წევრები თავად იმყოფებოდნენ ჩასულნი ნეიტრალუ ზონამდე და რუს მესაზღვრეებს სთხოვეს ამოეღოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა 2 წუთიანი მასალა ძირკველიშვილის გადაადგილებას სრულად არ ასახავს. ვიდეო სავარაუდოდ დამონტაჟებულია, რადგან კადრებში ჩანს, რომ ძრკველიშვილი წამიერად უჩინარდება, თუმცა სად მიდის, ამაზე კადრებში არაფერია ასახული.
13 აგვისტოს სარამოს გავიდა სახლიდან. ორჯონიკიძეში მიდოდა ცოლ-შვილის სანახავად. გადასულია საქართველოს საზღვარზე და რუსეთის პირველ საგამშვებო პუნქტთან იკარგება მისი კვალი. მესაზღვრეები გვეუბნებიან რომ დაიკარგა. მის მერე ვეძებთ, ვის არ მივმართეთ. წერილები გაიგზავნა, იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ იმყოფება, არ არის გადასული, ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ ნეიტრალურ ზონაშია დაკარგული. კამერების ჩანაწერებში თავი და ბოლო ამოჭრილია. თავში 45 წამი აკლია, ბოლოს 33. კადრებში ჩანს, რომს წრაფი ნაბიჯებით გამორბის. რას და ვის გამოურბის, ეს არ ჩანს. გადაიძებნა ყაზბეგის საავადნყოფოები, პოლიციის განყოფილებები, არსად არ არის, ეს პასუხი იყო. ჩვენმა ქართველმა მესაზღვრეებმა ამოიღეს სურათი, რომ ნამდვიალდ გავლილი აქვს კონტროლი და გავლილი აქვს გამშვები პუნქტი. რუსული გავლილი არ აქვს", - ამბობს დედა.