2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის 73 ათასი მოქალაქე დარჩა - IDFI

12.10.24 15:52
2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის 73 ათასი მოქალაქე დარჩა - IDFI

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკას საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით IDFI ავრცელებს და წერს, რომ ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში საქართველოს 815,608 მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში 265 ათასით ნაკლები - საქართველოს 550,919 მოქალაქე დაბრუნდა. მათ შორის, 2022-2023 წლებში ემიგრაციაში წავიდა 264.3 ათასი ადამიანი, ქვეყანაში დაბრუნდა მხოლოდ 146.3 ათასი. 

2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა რუსეთის 114.9 ათასი მოქალაქე, ხოლო ქვეყანა მხოლოდ 41.3 ათასმა დატოვა. საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 73.7 ათასი.

2023 წელს ემიგრაციაში წასული 163,480 საქართველოს მოქალაქიდან 70% (114 438) 30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის, 43% (70,003) 15 წლამდე ბავშვია. 

გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861,077 პირი. არსებული დინამიკის გათვალისწინებით, მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები