"დასანქცირდეს ქართუ ბანკი" - აშშ-ში მცხოვრებმა ქართველემა სახელმწიფო დეპარტამენტთან აქცია გამართეს
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები "ქართუ ბანკის" სანქცირების მოთხოვნით სახელმწიფო დეპარტამენტთან შეიკრიბნენ. ვაშინგტონში გამართული აქციის მონაწილეების თქმით, ქართუ არის ის ბანკი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის გამო სანქცირებული ქართველი მაღალჩინოსნების მაშველი რგოლია.
ჩვენ დღეს ჩამოვედით სხვადასხვა შტატებიდან ვაშინგტონში, რათა სახელწმიფო მდივანს, ბატონ ბლინკენს მივმართოთ თხოვნით, რომ კონკრეტულმა ინსტიტუტებმა შეისწავლონ აღნიშნული ბანკის საქმიანობა, ვინაიდან ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ ფაქტს, რომელიც უშუალოდ კანონის დარღვევას შეიცავს. მოვითხოვთ, მოხდეს დასანქცირება ქართუ ბანკის, სვიფტიდან გათიშვა მოხდეს, ვინაიდან ქართუ ბანკი არის დღეს პირდაპირი რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი არტერია, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.