ბორჯომის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა ისევ გადაუჭრელია - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სასმელი წყლის გადაუჭრელი პრობლემა ბორჯომის მუნიციპალიტეში - ხალხი უკვე 12 წელია ამ პრობლემის მოგვარებას სთხოვს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივებს სასმელი წყლის მოტანა წყაროებიდან უწევთ, თუმცა ზოგიერთ დასახლებაში, სადაც მილებია გაყვანილი, უამინდობის დროს დაბინძურებული წყალი მოდის.
ძალიან ბევრჯერ შეგვპირდნენ, მაგრამ, იშიათად გვაქცევენ ყურადღებას. ძირითადად, სოფლის ხალხი აკეთებს ამას, ჩვენ თვითონ, მოსახლეობა, სხვა არავინ დაგვხმარებია, - ამბობს ადგილობრივი.